arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ინ • ტელე • ქტი
ზაალ სამადაშვილი – კალამს მიდევნებით დაწერილი
ზაალ სამადაშვილი – კალამს მიდევნებით დაწერილი
„ამ კრებულის მიზანია, საკუთარი თავი გავაცნო მკითხველს, თუ ვინ ვარ, რას წარმოვადგენ. მასში თავმოყრილი ესეების, შთაბეჭდილებების წაკითხვის შემდეგ, დავაფიქრო ის, ღირს, თუ არა, იმ წიგნების წაკითხვა, რომლებიც მანამდე დავწერე და მომავალში დავწერ. საინტერესოა, თუ არა, ასეთი მსოფლმხედველობის და ლიტერატურული გემოვნების ავტორთან ურთიერთობა. 
 
ამ კრებულს მეორე მიზანიც გააჩნია – ვცდილობ, მცირედით მაინც გავაქარწყლო მითი იმის შესახებ, რომ ე.წ. მცირე პროზა საგრძნობლად ჩამოუვარდება რომანს, რომ მისი შექმნა გაცილებით იოლია. 
 
არადა, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მოკლედ, ცხადად, შთამბეჭდავად მოყოლილი ამბავი, გაცილებით ჯობია გრძლად და დამღლელად მოყოლილ ამბავს.
 
კალამს მიდევნებით დაწერილი  ზაალ სამადაშვილის მეორე წიგნია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა  გამოსცა. 2015 წელს გამომცემლობამ ავტორის იუნკერ ერისთავის ბუცები გამოსცა, რომელიც ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული.