arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე

დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მუშაობდა ჟურნალ ცისკარში (1958-64 წწ.), ჟურნალ საბჭოთა ხელოვნების მთავარი რედაქტორი (1973-81 წწ.), 1991 წლიდან მიჰყავდა დრამატურგიის კურსი საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997-2008 წლებში იყო ჟურნალ მნათობის მთავარი რედაქტორი.

 

პირველი პოეტური კრებული გამოქვეყნა 1956 წელს. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა:
პოეტური კრებულები – ღია სარკმელი (1958 წ.), მზის საათი (1962 წ.), ივლისი (1966 წ.), მახსოვრობა (1978 წ.), ლექსები (1987 წ.), მზე დეკემბერში (1999 წ.); პროზაული კრებულები – გასეირნება პონის ეტლით, შუადღე (1963 წ.), ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე (რომანი, 1965 წ.), თეთრი კვამლი (1967 წ.), აჰა, მიიწურა ზამთარი (რომანი, 1967 წ.), მდგმურები (1971 წ.), აუზი (1972 წ.), წერო, პოსეიდონის სასახლე, კაქტუსის ბაღი (1994 წ.), ბრეიგელის მთვარე (რომანი, 2007 წ.).

 

პიესები: სურათები საოჯახო ალბომიდან, თავფარავნელის ბალადა, ბუდე მეცხრე სართულზე, როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის, არაბეთის სურნელოვანი ბალახები, ნადირობის სეზონი, მშვიდობით, ლომერა, ნახვისდღე, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო.

 

თამაზ ჭილაძის წიგნები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურად, ჩეხურ, სლოვაკურ, სერბიულ, უნგრულ, ბულგარულ, პოლონურ, თურქულ, სომხურ, ესტონურ, ლატვიურ და ლიტვურ ენებზე.

 

დაჯილდოვებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის (1978 წ.). მიღებული აქვს რუსთაველის (1992 წ.), სახელმწიფო (1997 წ.), ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიომაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის სამოთხის კვარტეტი. 1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების საერთაშორისო ადამიანის წოდების ნომინანტად დაასახელა.

 

გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა თამაზ ჭილაძის რვა წიგნი: 100 ლექსი (2010), ოწინარი (სერიით ჩანაწერები, 2012) უკვდავების ათინათი (სერიით ინტელექტი სკოლას, 2014), ჩემი თეატრი (2014), დრო და არითმეტიკა (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან, 2016), სასიცოცხლო სივრცე (ინტერვიუების კრებული, 2016), ბორანი (პოეტური კრებული, 2016) და არაფრისგან ყველაფერი (საუბარი ზვიად კვარაცხელიასთან, 2018).

ავტორის წიგნები
ვრცლად