arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული

დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური ქმნილება გამოჩნდა 1954 წელს. მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალ მნათობში, იყო გამომცემლობა ნაკადულის დირექტორი 1998-2002 წლებში.

 

ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა – ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის და სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა

 

ინტელექტმა გამოსცა მწერლის რვა წიგნი: პოეტური კრებულები – 100 ლექსი, მთავარი გამთამაშებელილექსები, პოემები 1954–2005ლექსები 2003 – 2013ყვავი ხის წვერზე ისაღამოებსთარგმანი ამერიკულიდან,  დიდი სმა და გრაფიკული რომანი – რძის ფოსტა.

 

მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. 

 

მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია საბა  ორგზის (2004, 2016), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), პრემია გალა (2012), პრემია ლიტერა (2016); ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2015), 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

ავტორის წიგნები
ვრცლად