arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
თამაზ ბაძაღუა
თამაზ ბაძაღუა

დრამატურგი, პოეტი. დაიბადა 1959 წელს. 1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1980 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.

 

1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი მესამე ზარი. 1985 წელს გამომცემლობა განათლებამ დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერისა და რაინერ მარია რილკეს ლექსები.

 

თამაზ ბაძაღუა მუშაობდა დრამატურგიაშიც. იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭვინთის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. პროზაშიც სცადა ბედი – 1982 წელს ცისკრის ბიბლიოთეკის მე-3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა დღე.

 

1987 წელს 5 ნოემბერს თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად