arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
მუხრან მაჭავარიანი
მუხრან მაჭავარიანი

დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ პიონერის,. 1967-1982 წლებში ჟურნალ დილის, 1982 წლიდან კი ალმანახ საუნჯის მთავარი რედაქტორი. 1988-1992 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

 

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ პირველ სხივში,  პირველი წიგნი – 1955 წელს.

 

მუხრან მაჭავარიანის პოეზია სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული, პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა პოეტის რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია (სხდომა, ხმას ამოიღებ…, რაშია საქმე და სხვა). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, ასევე სოფლის თემას (მშობლიური პეიზაჟები, ნოსტალგიური განწყობილებები...), ცნობილი ისტორიულ ამბებისა და პერსონაჟების ახლებური თვალთახედვით წარმოსახვას.

 

ინტელექტმა გამოსცა მუხრან მაჭავარიანის ოთხი წიგნი: პოეტური კრებულები – 100 ლექსი, ბიჭო, არ შემარცხვინო!, მთიები (საყმაწვილო კალენდარი) და ჩანაწერები – ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი.

 

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

 

გარდაიცვალა 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლის დროს, გულის შეტევით.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად