arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნიკოლო მიწიშვილი
ნიკოლო მიწიშვილი

ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკოლოზ სირბილაძე, ქართველი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი. დაიბადა 1896 წლის 8 ნოემბერს. 1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს Голос Солдата. 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან (მეოცნებე ნიამორები, პოეზიის დღე, ბახტრიონი, ბარიკადი, რუბიკონი).1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი ფიგარო.

 

1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნი წმინდანიანი. ამავე წელს სტამბოლში დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი შავი ვარსკვლავი. 1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული.  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო 1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ ქართულ მწერლობას, იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი.

 

1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.

ავტორის წიგნები
ვრცლად