arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გიორგი შონია
გიორგი შონია

გიორგი შონია ზუგდიდში 1991 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. 2010-2015 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე, 2017 წელს კი ამავე უნივერისტეტის „უცხო ენათა ფილოლოგიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის“ მაგისტრი გახდა.

 

2013 წელს ქართველ, უკრაინელ, ბელარუს და ლიტველ პოეტებთან ერთად მონაწილეობდა ლიტერატურულ პროექტში – „საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერკლასი  პოეზიაში“.

 

გიორგი შონიას სადებიუტო პოეტური კრებული „ფაბრიკაცია“, რომელიც  ავტორის  ლიტერატურული ფსევდონიმით – ჰანს პრომველით „ინტელექტმა“ 2016 წელს გამოსცა, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2017 წლის გამარჯვებულია „დებიუტის“ ნომინაციაში.

 

მისი მეორე კრებული „რობოტების ყვავილები“ 2020 წლის წინანდლის პრემიის გამარჯვებულია პოეზიის ნომინაციაში.

მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ბალარუსულ და უკრაინულ ენებზე.

ავტორის წიგნები
ვრცლად