arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
აკაკი ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე

დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.
1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988 წწ.), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.). 1991-1996 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

 

გარდაიცვალა1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად