arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ირაკლი სამსონაძე
ირაკლი სამსონაძე

დაიბადა 1961 წელს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1985 წელს ჟურნალ ხელოვნებაში გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა შუაღამისას. 1992-1996 წლებში იყო ალმანახ დრამატურგიის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წლებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი.

 

გამოცემული აქვს წიგნები:
ტრიპტიქი (პიესები, 2000); გარეუბანი (მოთხრობები, 2003); ყურთბალიში (მცირე რომანი, 2004); ინდაურის კვერცხი (2010 წ.); ლეას საათი (რომანი, 2011)ღრუბელი სახელად დარინდა (რომანი, 2012); შემკრთალი ქუჩა  (მოთხრობების კრებული, 2012); ყურთბალიში (მეორე გამოცემა, 2012), „კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით“ (პიესები, 2013); ქელეხი ქარში (მოთხრობა, 2016), ქელეხი-ქორწილი (რომანი, 2019).

 

ირაკლი სამსონაძის 15-მდე პიესა დადგმულია საქართველოში მოქმედ ყველა თეატრში.

 

არის არაერთი ლიტერატურული და თეატრალური ჯილდოს მფლობელი.

 

მისი მოთხრობები და რომანები თარგმნილია აზერბაიჯანულ, თურქულ, იტალიურ და სომხურ ენებზე.


 

ავტორის წიგნები
ვრცლად