arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
სალომე მიქაძე
სალომე მიქაძე

დაიბადა 1954 წელს. 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1999 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის „ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის ღამის ძილის ფაზების თავისებურებანი ნორმასა და პათოლოგიაში“.

 

ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. არის არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორი, მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და მსოფლიო კონფერენციისა და  სიმპოზიუმის მონაწილე.

 

2008 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი წიგნი „პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)“, რომელიც ქართველმა მკითხველებმა და ახალბედა მშობლებმა მალევე შეიყვარეს. 2020 წელს წიგნი მეორედ, შევსებული სახით გამოიცა.

 

 

ავტორის წიგნები
ვრცლად