arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)
პაწაწინა (ახალშობილის მოვლა)
ISBN:
978-9941-31-092-8
კატეგორია:
სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა
გვერდები:
160
ფორმატი:
17.3x24.6
ყდა:
მაგარი
ფასი:
44.90


ყიდვა
„როგორ ვკვებოთ ახალშობილი ბავშვი? რა ჩავაცვათ, როდის გავასეირნოთ? როგორ მივხვდეთ, სტკივა რამე თუ არა, და თუ სტკივა, რითი დავეხმაროთ? ამ და მრავალ სხვა შეკითხვაზე პასუხის მოძებნაში ახალბედა დედ-მამას ეს წიგნი დაეხმარება, რადგან მასში ცხოვრების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდის – პირველი ერთი თვის პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდებია განხილული. 
 
ცხოვრება წინ მიდის, იცვლება ექიმების შეხედულებები ახალშობილის კვებისა და მოვლის საკითხებზე, ჩნდება ბავშვის მოვლის ახალი საშუალებები. ამასთან, დღევანდელი მშობლები გაცილებით მეტ ინტერესს იჩენენ ამ სიახლეთა მიმართ და მეტ შეკითხვას სვამენ, ვიდრე ადრე. 
 
რაც უფრო მეტი ეცოდინებათ ახალგაზრდა მშობლებს ბავშვის კვების, მოვლისა და აღზრდის საკითხებზე, მით უკეთ შეძლებენ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალთან, რომლის წარმატებული საქმიანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის დედ-მამის მომზადების სათანადო დონეს. 
 
ყოველივე ამის გამო გადავწყვიტეთ, წიგნი ახალი მონაცემებით შეგვევსო და მეორედ გამოგვეცა. იმედი გვაქვს, იგი კვლავ იპოვის გზას მკითხველის გულისაკენ და სარგებლობას მოუტანს ახალბედა მშობლებს“.
 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პედიატრ სალომე მიქაძის წინამდებარე წიგნი ავტორის მიერ აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რამდენიმე ათეული წლის მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილებისა და უახლესი სამედიცინო ინფორმაციის შეჯერების ნაყოფია. 

ავტორის წიგნები
ვრცლად