arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი

კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. დაიბადა 1927 წელს.

 

1948 და 1949 წლებში კარტახენის გაზეთ El Universal-ში წერდა. შემდეგ, 1950-დან 1952 წლამდე გაზეთ El Heraldo-ში აკეთებდა უცნაურ სვეტს ვინმე სეპტიმუსის სახელით. ამ პერიოდში ის ჟურნალისტებისა და მწერლების არაფორმალური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა, რომელსაც ბარანკილიის ჯგუფს ეძახდნენ.
 

1982 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
 

მისი საქვეყნოდ ცნობილი წიგნებია: პოლკოვნიკს არავინ სწერს (1961), მარტოობის ასი წელიწადი (1967), პატრიარქის შემოდგომა (1975), გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (1981), სიყვარული ჟამიანობის დროს (1985), გენერალი თავის ლაბირინთში (1989), სიყვარულსა და სხვა დემონებზე (1994), იცხოვრო, რომ მოჰყვე (2002).
 

ავტორის წიგნები
ვრცლად