arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ
საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ
ISBN:
978-9941-454-23-3
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
124
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ყიდვა

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

 

წიგნში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი – კოლუმბიის სამხედრო ფლოტის საესკადრო გემის კალდასის დაღუპვა – 1955 წლის თებერვალში მოხდა. ეკიპაჟის რვა წევრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც კოლუმბიის ჩრდილოეთის უკაცრიელ სანაპიროზე ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ათი დღე ზღვის ტალღებზე მოდრეიფე ტივზე გაატარა.

 

ლუის ანხელ ბელასკო – ასე ერქვა მეზღვაურს. ის სულ მალე ჟურნალ-გაზეთებისა და სარეკლამო სააგენტოების მთავარ სახედ იქცა.

 

თუმცა, უკვე ყველასთვის ნაცნობ და ათასჯერ ნაამბობ მის თავგადასავალში კიდევ იმალებოდა რაღაც, რომლის მოყოლაც მან ცნობილი მწერლისთვის, გაბრიელ გარსია მარკესისთვის გადაწყვიტა.

 

რა უამბო ბელასკომ მწერალს და რას მოგვითხრობს მარკესი? სულისშემძვრელ გამძლეობასთან და სიცოცხლისთვის ბრძოლის წყურვილთან ერთად, წიგნში ბევრი სხვა ადამიანური ამბავიც იკითხება.


 


ავტორის წიგნები
ვრცლად