arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნინო სამყურაშვილი
ნინო სამყურაშვილი
დაიბადა 1984 წლის 15 ოქტომბერს თბილისში.
 
სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ტექნიკურ ფაკულტეტზე – თარჯიმან-რეფერენტის (ინგლისურის) სპეციალობის განხრით. მედიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა კი გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
 
2003 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია. 2007 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში ახალი ამბების კორესპონდენტის პოზიციაზე. 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე არის „მთავარი არხის“ ახალი ამბების პოლიტიკის ჟურნალისტი და დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.
 
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა Thomson Reuters Foundation-ის, მედია ინოვაციის ფონდ IREX-ის, BBC-ისა და  კორეის კულტურისა და ინფორმაციის ცენტრის (KOCIS) სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებში. 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო კონრად ადენაუერის ფონდის, ახალგაზრდა ლიდერებისა და ჟურნალისტებს ზაფხულის სკოლის მონაწილე. 2020 წლიდან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელია. 
 
2020 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი „ჯავშანი“.
ავტორის წიგნები
ვრცლად