arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
კახა ლომაია
კახა ლომაია
ალექსანდრე (კახა) ლომაია 2009-2013 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერე­ბის ორგანიზაციასთან. მანამდე, 2008-2009 წლებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი – პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს იყო საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი (ელჩი) რუსეთში. 1995-2004 წლებში იყო ფონდ „ევრაზიის“ (აშშ) საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი და დირექტორი, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, „დემოკრატიული კოალიციის პროექტის“ (აშშ) რეგიონული დირექტორი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.
 
2014 წლიდან მუშაობს გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სამთავრობოთაშორისი საქმეების უფროს ოფიცრად, განიარაღების კომისიის მდივნად. მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში.
 
არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ავტორის წიგნები
ვრცლად