arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
გამოცდები
გამოცდები
ISBN:
978-9941-31-766-8
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
532
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
34.95


ყიდვა

[კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ... საბჭოთა ტრადიციასთან რევოლუციური წყვეტის ნიშნად, პირველად ქვეყნის ისტორიაში საჯარო სკოლების დირექტორები აირჩიეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სამეურვეო საბჭოებმა. სამეურვეო საბჭოებს აგრეთვე მიეცათ უფლება გაეკონტროლებინათ სკოლის ბიუჯეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება.

 

             სტივენ ჯონსი 

 „საქართველო: პოლიტიკური ისტორია, დამოუკიდებლობიდან დღემდე“

 

 

ალექსანდრე ლომაიამ ბოლო მოუღო მექრთამეობას უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე, და დაამკვიდრა ერთიანი ეროვნული გამოცდები; საქართველოში გაცემული აკადემიური ხარისხები შესაბამისობაში მოიყვანა ბოლონიის სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ მას თანამდებობიდან წასვლა მოუწია, მან მემკვიდრეობად სწრაფად განვითარებადი საუნივერსიტეტო სექტორი დატოვა.

 

დონალდ რეიფილდი 

„იმპერიათა ზღვარზე: საქართველოს ისტორია“

 


ავტორის წიგნები
ვრცლად