arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ნოემბრის მწუხრი
ნოემბრის მწუხრი
ISBN:
978-9941-31-523-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
180
ფორმატი:
15x21
ყდა:
მაგარი
ფასი:
0.00


„ეს მშვენიერი, პატარა გოგონა, ნაადრევად დაბრძენებული, დიდი ხანი არაა, რაც გავიცანი. ოთახში შემოფრენილი ბეღურასავით დამესხა თავს, ხელში საკმაოდ დიდი თაბახით და საკუთარი ლექსების რედაქტირება მთხოვა. ბეღურასავით წამოსკუპდა მაგიდასთან. უცნაურად, ღრმა მზერით მიცქერდა, ვიდრე მის ლექსებს ვკითხულობდი.
 
ვკითხულობდი და მიკვირდა. დაღვინებული ადამიანის სიბრძნე და ნამდვილი პოეტის ხელწერა იგრძნობოდა ყოველ ლექსში. საოცარი გულწრფელობა, წყობისა და რითმის ხედვის ნიჭი ეტყობოდა ყოველ სტრიქონს. კიდევ ერთი საოცარი პოეტი ეზრდება საქართველოს. მკითხველს კი, უდავოდ, დიდი სიამოვნება ელის.“ – საშა გველესიანი
 
„ნოემბრის მწუხრი“ სალომეა ლომინაძის პოეზიის კრებულია. ამ პოეზიის ლირიკული გმირი ძლიერი და მამაცი ქალია, რომელმაც დუელში ბედისწერა გამოიწვია; ეს დაძაბული პაექრობა კი პოეზიად იქცა. კრებულში შესული ლექსები ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებითაც ხასიათდებიან – კონვენციური თუ თავისუფალი ლექსის ფორმას სათქმელის დინამიკა განაპირობებს. საერთოდაც, ამ მუსიკით სავსე, სასიმღერო რიტმით გაცოცხლებულ ლექსებში ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია – თემაც, იდეაც, ფორმაც და ენერგიაც. ისინი დიდი ადამიანური ვნებებისა და ტკივილებისგან სიყვარულის პოეზიას ქმნიან.“ – ნინო სადღობელაშვილი

ავტორის წიგნები
ვრცლად