arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ორტომეული (I)
ორტომეული (I)
ISBN:
978-9941-31-529-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
492
ფორმატი:
14X20
ყდა:
მაგარი
ფასი:
29.95


„ვახტანგ ჯავახაძე სნაიპერია. ტყვიას ტყვიაში – სიტყვას სიტყვაში აჯენს. არ მახსენდება ქართულ პოეზიაში მასავით ზუსტი (აზრობრივად, კომპოზიციურად) და სწრაფი (დრამატურგიულად, სინტაქსურად ფრაზიდან ფრაზაზე გადასვლისას) პოეტი. იგი ექიმი-ფარმაკოლოგის სკრუპულოზური დეტალურობითა და სიზუსტით არჩევს ენის გლოსარიუმიდან სიტყვებს, როგორც ელემენტებს, რათა შექმნას ლექსი-წამალი, ან ლექსი-ტყვია, რომელიც გულსა და გონებაში მოხვედრისას უმალ თერაპიულად მოქმედებს.
 
ვახტანგ ჯავახაძის პოეზია ენის ლაბორატორიაში, ენის სახელოსნოში მედიკამენტივით მზადდება. მასთან დაცულია ყველა პროპორცია, თითოეული კომბინაცია და მიუხედავად ერთი შეხედვით ამ მათემატიკური სიზუსტისა და პედანტურობისა, მისი ლექსი ვერცხლის წყალივით სხარტია, ტყვიასავით აჩქარებულია. მკითხველი მას უნდა გაყვეს, გაეკიდოს, რათა იგრძნოს ლექსის მოქნილობა და დინამიურობა. თუ ჰიპოკრატეს ტემპერამენტთა კლასიფიკაციას დავესესხებით – ვახტანგ ჯავახაძის ლექსი ქოლერიკულია, ცეცხლოვანი და ფეთქებადი, რომელსაც თავად მუდმივად
იმორჩილებს, არბილებს ცხენის ფაფარივით, ვარცხნის და ათვინიერებს.
 
მისი წიგნისთვის ბოლოთქმის დაწერის უხერხულობა თავად პოეტის ბიოგრაფიამ და ცხოვრებისეულმა ფაქტებმა გადამალახვინა. თავად სრულიად ახალგაზრდა ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონის რედაქტორი გახლდათ, ჰოდა, რატომაც არა, არც მე დავარღვევ ტრადიციას და ვიქნები პოეტი-კლასიკოსის წიგნის ბოლოთქმის ავტორი. მითუმეტეს გადაუჭარბებლად და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ ჯავახაძე მიყვარს, როგორც პოეტი და როგორც მკვლევარი, რომელმაც მრავალმხრივ გააცხადა დაფარული გალაკტიონი. როდესაც ხელს ვართმევ მას, ყოველთვის უცნაური განცდა მეუფლება, რომ ახლა და ამ დროს გალაკტიონთან მხოლოდ ერთი ხელის ჩამორთმევა მაშორებს, რომ ჯავახაძის უკან გალაკტიონი დგას. ვფიქრობ, თანამედროვეობისთვისაც ზუსტად ასეა, ვახტანგ ჯავახაძე ერთგვარი ხიდია გალაკტიონსა და ჩვენ შორის. სწორედ მასში გამოიზამთრა XX საუკუნის უცნობმა გალაკტიონმა და ჩვენამდე, XXI საუკუნის 20-იან წლებამდე ვახტანგ ჯავახაძით მოვიდა. ამისათვის ცალკე მადლობა ეკუთვნის პოეტ-მკვლევარს, რომლის პოეტური ტყვია-წამალი გულში გვჭრის და გვკურნავს.“ – რატი ამაღლობელი

ავტორის წიგნები
ვრცლად