arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ორტომეული (II)
ორტომეული (II)
ISBN:
978-9941-31-530-5
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
მაგარი
ფასი:
0.00


„თანამედროვე პოეტზე შეიძლება ბევრი ვინმე გაახსენდეს მკითხველს, მაგრამ ყველაზე თანამედროვე პოეტს თუ ვიკითხავთ, ვახტანგ ჯავახაძის სახელი უპირველესად ამოანათებს მეხსიერების საცავიდან. დარწმუნებული ვარ, საუკუნის მერეც ასე იქნება, რაკი თვითკმარი, დიდი პოეზია და მისი არსებითი ფუნქციები კონკრეტულ დროში ვერ ამოიკეტება. თანაც, ეს ხომ უკვე შემოწმებულია – 60-იან წლებში დაწერილი მისი პოეზიაც კი, ის მოულოდნელი ენობრივი და პოეტური პარადიგმები, 2022-შიც ისე იკითხება, თითქოს ახლახან დაეწეროს რომელიმე დიდოსტატ თანამედროვეს. მაშინაც (და ახლაც) მას შეეძლო (და შეუძლია) ენის ისე მოთვინიერება, რომ ყოველდღიურ თუ მეტაფიზიკურ მოვლენებს ერთნაირი სისრულითა და ეფექტიანობით გამოათქმევინოს პოეზია. და რაც ასევე უტყუარი და უსათუოა – ამ უსტილო დროში ვახტანგ ჯავახაძე სტილის ისეთ თამასას გვთავაზობს, რომელთან მიახლოება ყოველთვის რთული და, უმეტესად, ამაო შრომა იქნება.“ – პაატა შამუგია

ავტორის წიგნები
ვრცლად