arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები
ISBN:
978-9941-31-715-6
კატეგორია:
საყმაწვილო ლიტერატურა
გვერდები:
52
ფორმატი:
21x20
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ყიდვა
მეუფე ისაიას (ჭანტურიას) ილუსტრაციებით
 
„21-ე საუკუნე საზღვრების დაცვის საუკუნეა, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. პიროვნულის, სოციალურის, გეოგრაფიულის... და რაც უფრო მძაფრდება ბრძოლა ამ საზღვრების დაცვისთვის, რაც უფრო იხვეწება შემტევის ტაქტიკა და ამოცანები, მით უფრო სასტიკი და შეუწყნარებელი ხდება ორთაბრძოლა. მერე ყველაფერი დაღმართზე თავაწყვეტილ სირბილს ემსგავსება და ვეღარ აჩერებ.
 
ხანდახან მაგრად ხუჭავ თვალებს, კადრს აშეშებ და ცდილობ, გაიხსენო, საიდან დაიწყო ყველაფერი. აბურდულ გროვაში იქნებ შეძლო და ჩაავლო ხელი ძაფის წვერს, როცა ვიღაცამ ჩათვალა, რომ მისი გავლენების არეალი უფრო ვრცელია და ხაზები ხელახლა, თავისი ნებით უნდა გაავლოს. მერე, როგორც ხდება ხოლმე...
 
მაგრამ ისეც ხდება, შენი ფანჯრიდან მთელი ჰორიზონტი მხოლოდ ნაგულისხმევი საზღვრებითაა დატიხრული და მთელი ზედაპირი ისეთი გლუვია, ჰაერი – ისეთი გამჭვირვალე, რომ არსაიდან, არცერთი წითელი დროშა არ გიელავს თვალებში. იღებ, აღიარებ და პატივს სცემ. ერთი დიდი მთლიანის ნაწილი ხარ, შერიგებული და შემრიგებელი.
 
„პლანეტები არა ვართ ერთმანეთისთის? აბა რა ვართ?!“ – ამ სიტყვებს ბუჩაჩი ამბობს და გულის ჭუჭრუტანიდან ზუსტად იმ ჰორიზონტს გაჰყურებს, გლუვი რომაა. ხან დაჟინებით და ხან დაყვავებით სთხოვს მეგობარ ზღარბუნიას, შეეშვას საზღვრის სანიშნედ ორმოების თხრას, რადგან სისულელეა, რადგან შეიძლება, ერთხელ თვითონვე ჩავარდეს იმ ორმოში.
 
ბუჩაჩი და ზღარბუნია ერთმანეთს კეთილი კაცის ეზოში გადაეყარნენ. ბუჩაჩი ქართული ენის სადარაჯოზე დგას, თან მშვიდობას ქადაგებს. ზღარბუნია, მამის დავალებით, მეზობელი მაჩვებისგან გამყოფ საზღვარს თხრის, თან მაჩვის მშვენიერი ასული მაშოსკენ აპარებს თვალებს. ერთნაირად ღრმავდება მიწაში თხრილი და გულში მაშოს სიყვარული. ურჩი მეზობლების შერიგებას თეთრი ძაღლი ღუნღულია ცდილობს, მაგრამ სულ ტყუილად.
 
უსაზღვრებოდ შერიგება გარდაუვალი გახადა სოფელში შავი თვითმფრინავებიდან ჭურვების წვიმამ. ყველამ ერთად, ქაღალდისგან ვეება აბრა დაამზადეს, შერიგებისკენ მოწოდებით. ჭურვები კი გადაადნეს და სავარჯიშო ჰანტელებად აქციეს.
 
ეს წიგნი გამტკიცებულ თუ უპირობო ნდობაზეა, ისეთ სიყვარულზე, გულის ფსკერამდეც რომ სდიო ნაცრით და ნახშირით, მაინც ვერ ჩააქრობ და ხანდახან ისე უწყინრად, ისეთი სიკეთით გამოანათებს, საღამოს მზე რომ ათბობს და ავარდისფერებს არემარეს.
 
ჰო, კიდევ – ამ წიგნში ძალიან ძვირფას „სანიშნეს“ იპოვით. ლურჯი ფანქრით დახატული ზამბახი იქნება. არ დაკარგოთ. დამახსოვრებაც შენახვაა“, – თათია ჯგუშია.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად