arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
თიბათვის ნისლი
თიბათვის ნისლი
ISBN:
978-9941-31-776-7
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
92
ფორმატი:
14x18
ყდა:
მაგარი
ფასი:
17.95


„გიორგი შალამბერიძის პოეტურ კრებულს მკაფიო დინამიკა აქვს: ნიავის სიფაქიზით იწყება და ხორკლიანი ქარიშხლით მთავრდება. ამ აღმავალ ტონალობაში, პოეტური რეფლექსიის ამ ტემპორიტმში იკვეთება თვითმყოფადი სამყაროს კონტურები – მისი შემოქმედი პოეტი-რომანტიკოსია (გნებავთ, ერთ-ერთიუკანასკნელი რომანტიკოსი), რომელიც მუდმივად თავის იდეალებს დასტრიალებს: სატრფოს, სამშობლოს, სიმართლეს...
 
კრებულში შესულია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პოემა „ძე შეცდომილი, ძე მართალი“, რომელიც წიგნის შინაარსს ოსტატურად კრავს – მასში ზარივით რეკავს პოეტის სული და სულისკვეთება, მისი სევდა და ნუგეში.
 
გიორგი შალამბერიძე მსახიობია. თუმცა, პოეზია მისთვის ის სცენაა, რომელზეც კი არ თამაშობს, არამედ ცხოვრობს – სიკვდილამდე დაჭიმული ვნებით და სიმართლით. მკითხველიც გრძნობს ამ ნამდვილობას და ნდობით მიჰყვება წიგნის აღმავალ დინებას.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად