arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მელიას კუდი
მელიას კუდი
ISBN:
978-9941-31-849-8
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
116
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
14.95


ყიდვა
„თამარ ჟღენტის ლირიკულ ხილვებში ერთმანეთში გადაედინება სიყვარულის მიწიერი და ზეციური ბუნება, მძაფრი დრამატიზმი მიწიერებისა, ღვთიური ნათელით რომ უნდა განელდეს და გაცისკროვნდეს და ჩააცხროს ხოლმე დროდადრო ამოხეთქილი ფორიაქი და მღელვარება:
 
„როგორც ზეცაში ამაღლებულს,
სიტყვას, რული
არ ეკიდება,
ისე სიყვარულს – ყოფის მტვერი,
თითქოს არ იცი!“
 
როგორც ამ სტრიქონებში შემოდის დიდი სიფაქიზით მისტიკური ფონი, ისე მთელ კრებულში და მისგან ამოიზრდება ის იმედი, საშველად რომ უნდა მოევლინოთ ყველასაგან მიტოვებულ ან ვერავისგან ვერშეცნობილ შეყვარებულებს, იმედი, რომელიც უნდა გარდაისახოს ლექსად – შეყვარებულ სულთა უცნაურ მესაიდუმლედ.“ – როსტომ ჩხეიძე

ავტორის წიგნები
ვრცლად