arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში
განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში
ISBN:
978-9994-059-16-4
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
314
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
8.95


თარგმნა რეზო კვესელავამ

 

კნუტ ჰამსუნი უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როდესაც 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები – ზღაპრული ქვეყანა და პიესა – დედოფალი თამარი. ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა.

 

ზღაპრული ქვეყანა მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. ჰამსუნი აღტაცებულია კავკასიის ხალხების ზნე-ჩვეულებათა თვითმყოფადობით, ყოფის სიმარტივითა და პოეზიით. მას აშინებს საყოველთაო ტექნიზაცია, კავკასიისკენ რომ მოიწევს და აჩქარებს ძვირფასი ტრადიციების, კულტურის უნიკალური ნიშნების შესუსტებას, ან სრულ გაქრობას. ამ კონფლიქტში მიწის სიყვარული, ჰამსუნის მიხედვით, გადარჩენის ერთადერთი გზაა. კავკასიაში მოგზაურობიდან ოცი წლის შემდეგ, 1920 წელს  ჰამსუნს ნობელის პრემია მიენიჭა.
 


ავტორის წიგნები
ვრცლად