arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
მათემატიკა VIII კლასი
მათემატიკა VIII კლასი
ISBN:
ინფორმაცია არ არის
კატეგორია:
მათემატიკა
გვერდები:
ინფორმაცია არ არის
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


გრიფირების საექსპერტო კომისიის მიერ უმაღლესი ქულით შეფასებული, 2020 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო.

 

სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა შედგენილია ამავე ავტორების წინა წლებში გრიფმინიჭებული VIII კლასის სახელმძღვანელოს განახლების, გაუმჯობესებისა და შინაარსობრივი სრულყოფის საფუძველზე, რაც განხორციელდა ახალი სასწავლო სტანდარტისა და წლიური სასწავლო გეგმის სრული შესაბამისობით.
 
  • გათვალისწინებულია მასწავლებლებისა და ექსპერტების მოსაზრებები;
  • სახელმძღვანელოში ცალკეა გამოყოფილი სირთულის სხვადასხვა დონის საკლასო და საშინაო დავალებები;
  • აქვეა მეთოდურად გამართული, მოსწავლეთათვის მისაწვდომი ახალი, მრავალფეროვანი, საინტერესო მასალა; კომპლექსური საპროექტო დავალებები; დამატებითი და შემაჯამებელი ამოცანები;
  • მოცემულია ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასებისა და თვითშეფასებისთვის;
  • აქ აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც მოსწავლეთა მაღალი მათემატიკური განათლებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების უნარების განვითარებისთვისაა აუცილებელი.
  • არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მასწავლებლის წიგნმა – წარმოდგენილია ყოველი გაკვეთილის სცენარი, ამოხსნილია თითქმის ყველა ამოცანა. ამასთანავე, მითითებულია ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხი.
  • მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ემსახურება პრაქტიკული შინაარსის ამოცანები.
  • აქვეა სარეკომენდაციო დავალებები შემაჯამებელი წერებისთვის; მითითებები სასწავლო პროცესში დამატებითი (ბეჭდური და ელექტრონული) რესურსების გამოყენების შესახებ.

 

ამ სახელმძღვანელოს გაცნობისას პედაგოგები უთუოდ დარწმუნდებიან, რომ შექმნილია მაღალი დონის, ორიგინალური, მოსწავლეთათვის მისაწვდომი და მათ საგანმანათლებლო მიზნებზე მორგებული, მიმზიდველი სახელმძღვანელო.

 

დასახელებული წიგნებით პედაგოგებს შეეძლებათ ნებისმიერი აკადემიური დონის კლასში წარმატებით წარმართონ სასწავლო პროცესი.

 

იხ. მოსწავლის წიგნი.

იხ. მასწავლებლის წიგნი.