arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მათემატიკა XII კლასი
მათემატიკა XII კლასი
ISBN:
978-9941-439-72-8
კატეგორია:
მათემატიკა
გვერდები:
400
ფორმატი:
20x28
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


იხ. მასწავლებლის წიგნი.

 

მეცნიერებისა და განათლების ცნობილი მოღვაწეების: გურამ გოგიშვილის, თეიმურაზ ვეფხვაძის, ია მებონიას და ლამარა ქურჩიშვილის გრიფმინიჭებული I – XII კლასების სახელმძღვანელოები მრავალი წელია ნაყოფიერად ემსახურება მოსწავლე ახალგაზრდობის მათემატიკურ განათლებას.

 

ეს წიგნები ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითა და განათლების ექსპერტებთან, პედაგოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით იქმებოდა. სახელმძღვანელოებში პედაგოგიკური მეცნიერების ყველა მიღწევაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ეს წიგნები წარმატებით უძლებს დროით გამოცდას და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობის სახელმძღვანელოებს წარმოადგენს.

 

სახელმძღვანელოსთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მასწავლებლის წიგნი და ამოცანათა კრებული  – აბიტური.

 

ამოცანათა კრებული შედგენილია XII კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და მოიცავს სასწავლო მასალას, რომელიც მასწავლებელმა დამატებითი სამუშაოს ჩასატარებლად შეიძლება გამოიყენოს. წიგნი დაეხმარება აბიტურიენტებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარის გაღრმავებაშიც. წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში მას წიგნში არსებული კომენტარები და მითითებები გაუწევს დახმარებას.

 

მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი ამოცანები დაეხმარება მასწავლებელს დამატებითი დავალებების მისაცემად, დამატებითი მეცადინეობების ჩასატარებლად, მათემატიკური შეჯიბრებებისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად. მასწავლებელმა თავად უნდა აირჩიოს საკითხები, რომელთა შესწავლა მოითხოვს დამატებით ვარჯიშს, მოძებნოს შესაბამისი მასალა ამ კრებულში და გამოიყენოს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.