arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შვიდი საღამო
შვიდი საღამო
ISBN:
978-9941-458-56-9
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
164
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
12.50


ყიდვა

თარგმნა ნინო ქაჯაიამ

 

ამ წიგნში შესულია ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს-აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხული შვიდი ლექცია.

დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს ღვთაებრივ კომედიაზე, ათას ერთ ღამეზე, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე... ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები, დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც არ გვიფიქრია, ან სხვა თვალით დავინახოთ ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მოვლენები.

ესაა უაღრესად განათლებული და ნიჭიერი ადამიანის ნააზრევი; ადამიანისა, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „სამოთხეზე ფიქრისას ყოველთვის რაღაც ბიბლიოთეკისმაგვარი წარმომიდგება თვალწინ“.

ბორხესის შვიდი საღამო საუკეთესო საკითხავია მათთვის, ვისთვისაც ლიტერატურა განუყრელი დღესასწაულია.

 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად