arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
მსოფლიო მზაკვრობის ისტორია, ბროდის ანგარიში,
მსოფლიო მზაკვრობის ისტორია, ბროდის ანგარიში,
ISBN:
9789941313158
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
384
ფორმატი:
ინფორმაცია არ არის
ყდა:
რბილი
ფასი:
29.95


ყიდვა
ხორხე ლუის ბორხესის რჩეული მოთხრობებისა და ლექციების კრებული დიდი არგენტინელი მწერლის სხვადასხვა დროს დაწერილ წიგნებს აერთიანებს.
 
„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“ მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებისა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებიდან – ველური დასავლეთის კოვბოურ ცხოვრებასა და ნიუ-იორკულ ანდერგრაუნდულ-განგსტერულ ამბებამდე. (ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ)
 
„ბროდის ანგარიში“ მოთხრობების კრებულია, რომელიც პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია, იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებსა და საგნებზე. ამ ტექსტებში მკაფიოდ წარმოჩნდება ბორხესის პროზის განსაკუთრებულობა – პოეტური ენა. (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ)
 
„შვიდი საღამო“ კი ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხულ შვიდ ლექციას აერთიანებს. დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“, „ათას ერთ ღამეზე“, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე... ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები. (თარგმნა ნინო ქაჯაიამ)
 
ერთ გამოცემაში თავმოყრილი ეს წიგნები კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს დიდი მწერლის საოცრად შთამბეჭდავ და მაგიურ შემოქმედებაზე.

ავტორის წიგნები
ვრცლად