arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
100 ლექსი
100 ლექსი
ISBN:
978-9941-446-28-3
კატეგორია:
100 ლექსი
გვერდები:
120
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
5.40


„იმირ მამედლი, აზერბაიჯანელ-ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე უნიკალური მოვლენაა დღევანდელ კავკასიაში. აღზდილი ორი ენის, ორი ლიტერატურის ტრადიციებზე, იგი, იმავდროულად, ორმაგი ერთგულებითაა აღვსილი – მთელი არსებით ემსახურება ორ სამშობლოს, ორ ენას, ორ პოეტურ სტიქიასა და ორ კულტურას.


სწორედ ამიტომაც ძალზედ მნიშნელოვანია იმირ მამედლის საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. დღეს ასეთი შეუბღალავი რეპუტაციის პიროვნებას ბევრი რამ შეუძლია და ბევრსაც იღწვის, იღწვის ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისათვის.

 

გამოჩენილმა აზერბაიჯანულმა და ქართველმა პოეტმა იმირ მამედლიმ მეოცე ასწლეულის მიწურულს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ აზერბაიჯანულად თარგმნა, რომელიც უშუალოდ ორიგინალიდან შეასრულა“ – ვკითხულობთ კრებულის შესავალში, რომელიც ბესიკ ხარანაულს ეკუთვნის.