arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სულო, დაიცა ...
სულო, დაიცა ...
ISBN:
978-9941-446-73-3
კატეგორია:
100 ლექსი
გვერდები:
174
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
5.40


„მერაბ კოსტავას ლექსები, მისივე სულის, გონების, ცხოვრების ზუსტი ანარეკლებია, მისი სიფაქიზის, სიძლიერის, უბიწოების, ძალისა და ღირსების ჰიმნია. უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე, ჟამთა სიავემ დროთა ქარტეხილებმა, იგი „ქარიშხლისძედ“ აქცია, გმირად აღიარა და დროშებით შეინახა მისი პოეტური გენია, როგორც ნიჟარები მალავენ და ინახავენ დროებით შებურული მარგალიტის ციმციმს. მისი ლექსის ინტონაციას ფაქტობრივად ორი რამ გამოარჩევს თუ განსაზღვრავს, ქართულ პოეზიაში – ესაა რწმენა უფლისა და დარდი ურწმუნოთა გამო. ეს უკანასკნელი მთელ თაობებს რომ უკარგავს „უგზოობის ქვეყანაში“ ტაძრისკენ მიმავალ გზას.

 

მისი ვრცელი ლექსები, განსაკუთრებით კი პოემები, მონუმენტურ ფერწერასაც მოგვაგონებს და კედლის მხატვრობასაც თავისი უნიკალური ფრესკებით“. (მაკა ჯოხაძის წინასიტყვაობიდან)
 


ავტორის წიგნები
ვრცლად