arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ხმის მატარებელი
ხმის მატარებელი
ISBN:
978-9941-312-96-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
164
ფორმატი:
14.5X18
ყდა:
რბილი
ფასი:
8.95


ყიდვა
„ნათია გიორგაძის პოეზია სამყაროში მოხეტიალე სულის თავგადასავალია. ამ უცნაურ, „მოზაიკურ ეპოსში“ იცვლება დინამიკა, ტემპორიტმი, ატმოსფერო, მაგრამ არ იცვლება ვნება – ხეტიალის, მოგზაურობის და მოძრაობის. ყოველი ბგერა, ყველა სიტყვა დამუხტულია მაშინაც კი, როცა ის გარინდების ილუზიას ქმნის.
 
შესაბამისად, კრებულს ზუსტი სათაური აქვს – „ხმის მატარებელი“. მასში სამყაროს ყველა ჩქამია მოგროვილი, რაც პოეტის გულისყურს სწვდება. მოძრაობის ესთეტიკა კი მათ შეშლილობის იერს უმძაფრებს, დროდადრო ისინი შელოცვის ტექსტებადაც აღიქმება, ცნობიერების კიდეში მიმწყვდეული სულის ხელნაწერებად, რომლებიც, მიუხედავად მშფოთვარე შინაარსისა, მაინც მსუბუქი გვრინით იკითხება.
 
ძვირფასი ადამიანების მონატრება, სიკვდილის მხეცივით მოშინაურება, სამყაროთა ზღვრული სიზმრები, სამშობლო – ერთდროულად უცხოც და ახლობელიც, ეს და კიდევ სხვა რთული თემები ქმნის იმ ალუზიურ მატარებელს, რომელშიც ვაგონებად გამჭვირვალე ლექსები არიან ჩაბმული, აირეკლავენ პოეტის შინაარსს და კიდევ ხედებს, რომლებიც მხოლოდ ამ პოეზიაში შეგხვდებათ”, – ნინო სადღობელაშვილი.
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად