arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ასი ათას ერთი
ასი ათას ერთი
ISBN:
978-9941-31-376-9
კატეგორია:
ქართული დრამატურგია
გვერდები:
174
ფორმატი:
14.3x18
ყდა:
რბილი
ფასი:
11.90


კრებული იწყება მონოპიესით „გივის ბაბლი“. ამ „ბაბლმა“ არ დაგაბნიოთ, ინგლისური სიტყვაა და ბუშტს, უფრო კი საპნის ბუშტს ნიშნავს და ჩვენი ყოფის, ნაჭუჭის აღსანიშნავად გამოიყენება. პიესა კი გივის სიმარტოვეზეა... და მონოპიესის მთელი ხიბლიც ხომ სწორედ ესაა?! ჰოდა, ჩვენი გივიც ამ თავის სიმარტოვეში ცხოვრობს და არის „კოხტად“... რატომ? იმიტომ, რომ მისი სამყარო გამოგონილია. დიახ, მას ჰყავს გამოგონილი საცოლე, სასიდედრო, მეგობარი და თვით ღმერთიც კი. და ამ გამოგონილ პერსონაჟებს კი, არც მეტი და არც ნაკლები, განასახიერებენ გასაბერი ადამიანები. დიახ, გასაბერია საცოლე ტასო, სასიდედრო მაკრინე, მეგობარი შამშე და, რა თქმა უნდა, კარადაში მცხოვრები ღმერთიც... (ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული. 2021 წელი)
 
კრებულში მეორეა აბსურდული ტრაგიკომედია „ასი ათას ერთი“. პიესაში იგივე ტრაგედია თამაშდება, რა ტრაგედიაც საუკუნეების წინ მეტეხის ხიდზე მოხდა. დიახ, ეს აბსურდული ტრაგიკომედია სწორედ ასი ათასი მოწამის ამბავს ეხმიანება და მისი აბსურდულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მოქმედება ოცდამეერთე საუკუნეშია და თან პირვანდელი ისტორიისგანაც სრულიად განსხვავდება... ხიდზე ოთხი ადამიანი დგას და გადასვლას ცდილობს. ხიდი შლაგბაუმით არის ჩაკეტილი და მის თავზე დაკიდებული მონიტორიდან მტარვალი სწყვეტს, ხიდზე ვინ გადავიდეს და ვინ არა... თუმცა, ასი ათასი მოწამის ამბისგან განსხვავებით, პიესის პერსონაჟებს სულ სხვა სატკივარი აქვთ და სულ სხვა დარდის მატარებლები არიან. ხატიც ყოველდღე ითელება... ეს ადამიანები ხომ დღევანდელ საზოგადოებას წარმოადგენენ, სრულიად დაცლილს ღირებულებებისა და მორალისაგან... (მ. თუმანიშვილის ფონდის კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2021“ ფინალისტი)
 
მესამე პიესაა ორმოქმედებიანი ტრაგიკომედია „პომადა და საცვლები“, სადაც მთავარი გმირი გარდაცვლილია და საკუთარ პანაშვიდს ესწრება. გოგი რომ გარდაიცვალა, სახლში არავინ იყო. ის უკვე გარდაცვლილი იპოვეს და ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ „კაიფში გაიპარა“. არადა, გოგი ნარკოტიკს არ მოიხმარდა. ამ უცნაურმა გარემოებამ კი მისთვის სამოთხის კარი დახურა... და მიუხედავად სიტუაციის ტრაგიკულობისა, არ დაიჯერებთ და ეს ერთობ სახალისო ამბავია. აბა, სახალისო არაა, როდესაც კუბოში ზიხარ, ყველასი გესმის, ყველას ხედავ და სიტუაციის კომიკურობაზეც შეგიძლია, უსასრულოდ „იღადაო“. ამ დაუსრულებელი გროტესკის კულმინაცია კი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც სცენაზე მდუმარებაში მყოფი, სასწაულმოქმედი იღუმენი პროკოპი ჩნდება და ცდილობს, გოგის სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზი დაადგინოს, რათა წესი აუგოს და... (ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო პიესა“ ნომინანტი. 2021 წელი)

ავტორის წიგნები
ვრცლად