arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
„გოგლიმოგლი“ აფხაზურად
„გოგლიმოგლი“ აფხაზურად
ISBN:
9789941310461
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
292
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
13.95


ყიდვა
„გოგლიმოგლი აფხაზურად – გიორგი შერვაშიძის რომანების სერიის „მცირეს თავგადასავალის“ მესამე ნაწილია. სათავგადასავლო სერიის მთავარი გმირი – პლატონ ანჩაბაძე, ამჯერად, ახალ სახიფათო თამაშებში ეხვევა. ეს თამაში კი, არც მეტი, არც ნაკლები – აფხაზეთის პოლიტიკურ ბედ-იღბალს უკავშირდება...
 
 
რა ჩანაფიქრი აქვს ცხოვრებას, როცა მეგობრის ქორწილის ნაცვლად თავს საეჭვო სპეც-სამსახურის თანამშრომლების გარემოცვაში ამოყოფ; ვინ იმალება სათნო მონაზვნის თავსაბურავის მიღმა; რა უფრო მნიშვნელოვანია პლატონ ანჩაბაძისთვის – აფხაზეთის მონარქის ტახტი თუ საყვა რე ლი ქალი? – ამ თავსატეხებს პასუხებიც ავანტურისტული და ძალიან მხიარული აქვს. გიორგი შერვაშიძე იუმორით და ექსპრესიით ყვება ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს, რომელიც, ნამდვილი რომ ყოფილიყო, მხოლოდ პლატონ ანჩაბაძის კი არა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებასაც შეცვლიდა. 
 
 
თუმცა, ვინ იცის, რა არის ნამდვილი და რა – გამოგონილი, ლიტერატურა ხომ სწორედ ამ კითხვებს შორის განცდილი თავგადასავალია?!“
 
 
ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან
ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად