arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
შეხვედრა თორნიკე ჭელიძესთან
04/04/2017
4 აპრილს, 19:30 საათზე, გამომცემლობა ინტელექტი და წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა გიწვევთ შეხვედრაზე თორნიკე ჭელიძესთან.
 
ავტორი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე; წაიკითხავს მკითხველისთვის კარგად ნაცნობ თუ გამოუქვეყნებელ ლექსებს, ასევე ფრაგმენტებს მომავალი რომანიდან.
 
თორნიკე ჭელიძე დაიბადა 1990 წელს. 2011 წელს დაამთავრა თსუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ილიაუნიში, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო კურსზე.
 
2012 წლიდან მუშაობს სხვადასხვა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, წერს სტატიებს ინტერნეტგაზეთ მასწავლებლისთვის.
 
წლების განმავლობაში მისი ლექსები ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია რამდენიმე ანთოლოგიაში. სადებიუტო პოეტური კრებული კონცენტრიკული წრეები, რომელიც ინტელექტმა 2013 წელს გამოსცა, ლიტერატურული პრემია საბას ნომინანტი გახდა.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.

 



სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად