arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
კონცენტრიკული წრეები
კონცენტრიკული წრეები
ISBN:
978-9941-446-81-8
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
68
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
5.00


თორნიკე ჭელიძის სადებიუტო პოეტური კრებული ცხოვრებაზეა, რომელიც, მისი თქმით, „დილის სიზმრიდან გამოსვლას ჰგავს... რაღაც მაინც რომ შემოგრჩება: სურნელი, ან სიტყვა, კადრები“, ბავშვობაზეა, რომელიც „ოთახის ერთი კუთხიდან გამოგყურებს... და ყურებზე იფარებს ხელებს“, სიკვდილსა და მარტოობაზე, როცა ხშირად ასე გეუბნებიან: „მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს... ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა“.

 

თორნიკე ჭელიძე დაუწერელ ლექსებზეც გვიყვება, რომლებიც გამარჯვებულ ჯარისკაცებს აგონებენ, „მტერს რომ უკანალს უჩვენებენ და იცინიან“. თუმცა მისი უკვე დაწერილი ლექსებიც ჯარისკაცები არიან, საპირისპირო მხარეს მებრძოლი მეომრები. მეომრები, რომლებიც იმ ომებზე მოგვითხრობენ, „მკვდრის წინ რომ უცბად სიცილს დაიწყებ და ცოცხლებთან აგეტირება...“



 


ავტორის წიგნები
ვრცლად