arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
სიახლეები
შეხვედრა მარიამ წიკლაურთან
05/04/2017
5 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუა მარიამ წიკლაურთან შეხვედრას უმასპინძლებს.
 
მარიამ წიკლაური – პოეტი, ლიტერატურული პრემია გალას ლაურეატი. წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. 
 
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ენებზე. 
 
გამოცემული აქვს წიგნები: დედის ნამღერი ლექსი (საბავშვო წიგნი, 1997), შეხვედრა (2000), შემომძახიან ლექსები (2001), მეფარნე (2009), ნატვრისთვლო მზისაო (2009), ნანინები (აუდიო-დისკით, 2009), თეთრი ხბორები (2010), მარადისობის რიტუალი (2012), ქართული ანბანი (2013), მზის დაუჯდომელი (2014), 100 ლექსი (2014), დღეისდღე (ჩანაწერები, 2015).
 
მაია კაკაშვილთან ერთად ახალბერძნულიდან თარგმნა ბერძენი ნობელიანტი პოეტების – გიორგოს სეფერისის შემობრუნება და ოდისეას ელიტისის შვიდი დღე მარადისობისთვის.
 
 
► იხილეთ ღონისძიება ფეისბუკზე
დასწრება თავისუფალია!
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 17ბ.
 
 


სხვა სიახლეები
  •  განსაკუთრებული შეთავაზება მკითხველს
    05/11/2024
    15 ნოებრის ჩათვლით, გვეწვიეთ წიგნის მაღაზიაში „ინტელექტი“ (ვახუშტი ბაგრატიონის #75) და             ...
    ვრცლად
  • გაეცანით გრიფირების კონკურსში გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს
    23/06/2023
    ვულოცავთ ჩვენს ავტორებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამარჯვებას! გაეცანით მოსწავლისა და...
    ვრცლად
  • მალე – მათემატიკის ავტორების დისტანციური კონსულტაციები
    20/07/2021
    2021-22 სასწავლო წლიდან გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის I-XII კლასების გრიფირებული სასკოლო...
    ვრცლად