arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ირაკლი კაკაბაძე – „თბილისის შვიდი ქუჩის ჰაიკუ ჩემი სიზმრებიდან“
24/04/2020

აკოფიანის ქუჩა


სხივზე ადრე მოადგებოდა ჩვენი სახლის კარს
მეზობლის შეშლილი გოგო,
მამაჩემზე შეყვარებული...
 


ივანე ჯავახიშვილის ქუჩა

 
ჭადრების ჩრდილქვეშ, თეთრი ტაძრის შავ ალაყაფთან
მელოდა ჩემი ბავშვობის ქრისტე, დედა როზა,
უზბეკეთში დაბადებული გერმანელი ტყვეების შვილი...

 

მარჯანიშვილის ქუჩა

 
სომხურ ენაზე გაჰკიოდა აივნიდან ბებიამისი,
– გესმის, მწყევლისო, – კისკისებდა  და
მეტროს შენობას მოფარებული ყელს მიკოცნიდა...

 

ივერიის ჩიხი

 
ჩვენი სკოლის წინ, უმზეო და ვიწრო ჩიხში,
ცხოვრობდა ლოთი პიანისტი,
ჩვენი სკოლის დამლაგებელი...

 

შავთელის ქუჩა

 
ჩვენ ვთამაშობდით, ის კართან იჯდა,
სოფლიდან ახლად გადმოსული კლასელი ბიჭი და
დედის უცხო სტუმრების წასვლას ელოდა...

 

ვერცხლის ქუჩა

 
თვალცრემლიანი ცეკვავდა თავის ქორწილში,
ჩვენი კლასელი ებრაელი ობოლი გოგო,
მდიდარ მოხუცზე მითხოვებული...

 

ამაღლების ქუჩა, ყოფილი დავითაშვილი

 
ძალიან ხშირად ამ აღმართზე ავყავარ შვილებს,
იხსენებენ თავის ბავშვობას ძველი სახლის წინ,
რომელიც მე გავუყიდე...
 


სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად