arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
ირაკლი კაკაბაძე – „სიონის ქრისტე და თორმეტი ჰაიკუ“
15/05/2020

*
შევყურებ ეზოში მოხუც დედაჩემს
და ვფიქრობ,
ვის უსხამს წყალს, ხეს თუ  საკუთარ სიცოცხლეს?..


*
ყველა სიზმარში
ზღვა ლიძავაში
ჩვენს შიშველ ფეხებთან მთავრდება.


*
გზად ქალაქისკენ,
ჩვენი სკოლის ძველ შენობაში გადავიპარე,
მერხებზე ამოკაწრულ სახელებს თარიღები მივაწერე.

 

 

*
როცა მთვრალია
სიონში მიდის,
კანფეტებს უწყობს ხატის წინ ქრისტეს.



*
ქარიანია ხის
მაღალი ზამთრის კენწერო,
ჩიტს ბარტყებთან მისვლა აგვიანდება.



*
ჩვენი ხელების სითბოში,
უნებლიეთ,
თოვლი მოვკალით.  


*
დედა, რატომ უყრი პურის ნაფხვენებს რაფაზე ჩიტებს,
რომლებიც შემოდგომაზე გაფრინდნენ
და აღარ დაბრუნდნენ.



*
ნაცნობი ზურგი ქუჩაში
ათას უცნობ ზურგში
ჩამეკარგა.



*
სამი კვირაა დუმს ტელეფონი,
რადიო მღერის,
ძაღლს ჩემს კალთაში ჩაეძინა.

 

 

*

მთებმა მატარებლის საყვირის
ხმით წაითამაშეს,
სოფლის სადგურზე გაზაფხულია.

 

 

*

მას ეჩქარება,
მაგრამ შენ რადღა ჩქარობ
ჩვენს დაშორებას, მატარებელო?..

 

 

*
აპრილის საღამოს სიო,
ხის შიშველ ტოტებზე
ჯერ მხოლოდ ვარსკვლავები შეირხევიან.

 

 

*
მიყვარხარ, – ვამბობ და ჩემს თავზე ვბრაზობ,
პოეტმა ისიც ვერ ვისწავლე,
რომ განშორების სიტყვები განსხვავებულია.



სხვა ბლოგები
  • ბესიკ ხარანაულის ახალი პოემა
    04/05/2020
    ყრმაო...   1.  – აჰა, მოგიჭრი ჯოხს, წამო, ვიაროთ, ლაპარაკით გზა გავახანოთ. ჩემზე ჭკვიანი არც მე ვარ...
    ვრცლად
  • ირაკლი კაკაბაძე – „თბილისის შვიდი ქუჩის ჰაიკუ ჩემი სიზმრებიდან“
    24/04/2020
    აკოფიანის ქუჩა სხივზე ადრე მოადგებოდა ჩვენი სახლის კარს მეზობლის შეშლილი გოგო, მამაჩემზე...
    ვრცლად
  • ვენდელ სტივენსონი – „ვრცელი ეპოსი წითელ საუკუნეზე – შენთვის“
    15/04/2020
    ტოლსტოის განზრახული ჰქონდა, „ომი და მშვიდობის“ სიუჟეტი მისი თანადროული ყოფილიყო, მაგრამ მიხვდა, რომ...
    ვრცლად