“ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
ლაურა ესკიველი – როგორც წყალია შოკოლადისთვის
ავტორი: ლაურა ესკიველი
19,95 ₾ Original price was: 19,95 ₾.13,00 ₾Current price is: 13,00 ₾.
მექსიკელი მწერლის – ლაურა ესკიველის პირველი რომანი „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ 1989 წელს გამოიცა. წიგნი გამოცემისთანავე ითარგმნა მრავალ ენაზე და წელიწადზე მეტხანს იყო „ნიუიორკ თაიმსის“ ბესტსელერი.
რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა, რასაც თან დაერთო სკანდალიც: „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ 2005 წელს აიკრძალა უისკონსინის შტატში (აშშ), მერტონის ეროუჰედის უმაღლეს სასწავლებელში ერთ-ერთი მშობლის ინიციატივით, რომელსაც მიაჩნდა, რომ წიგნი შეიცავს სექსუალური აღგზნების ნატურალისტურ აღწერასა და მსგავსი სახის არაერთ პასაჟს; 2012 წელს აიკრძალა აიდაჰოში, ნამპას უმაღლეს სასწავლებელში, რადგან სტუდენტებისთვის ზედმეტად უხამს წიგნად მიიჩნიეს. ერთ-ერთმა მშობელმა წიგნს გარყვნილიც კი უწოდა.
„როგორც წყალია შოკოლადისთვის“ – ეს ცნობილი მექსიკური გამოთქმა ძალიან განაწყენებული ან გაბრაზებული ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც შეიძლება მოთუხთუხე წყალზე მოსახარშად შემოდგმულ შოკოლადს შევადაროთ. მოხდენილად შერჩეული სათაური და მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი მხატვრული საშუალებებით მოთხრობილი მთავარი გმირის – ტიტას ისტორია, რომანში პერსონაჟებივით ჩართული ეგზოტიკური კერძების რეცეპტებით, წიგნს საინტერესო, სასიამოვნო და სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს.
▼ Show more
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941470905
| ჟანრი | , |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2017 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ესპანური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
ადამ მიცკევიჩი – ჯიადი
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ძმათა მჭამელები
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
