პოლ ბოულზი – ცის საფარქვეშ
ავტორი: პოლ ბოულზი
34,95 ₾
„რადგანაც არ ვიცით, როდის მოვკვდებით, ცხოვრებას, როგორც უძირო ჭას, ისე ვუყურებთ. არადა ყველაფერი განსაზღვრული ოდენობით ხდება, და ძალიან მცირე ოდენობით, მართლა. კიდევ რამდენჯერ გაგახსენდება ის შუადღე ბავშვობიდან, რომელიც შენს არსებობაში ისე ღრმად ჩაბუდებულა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგიდგენია? ოთხჯერ? ხუთჯერ? თუ მაგდენჯერაც არა? კიდევ რამდენჯერ შეძლებ უყურო სავსე მთვარის ამოსვლას? ალბათ ოცჯერ? და მაინც რა უსასრულოდ გვეჩვენება!“
„ცის საფარქვეშ“ ამერიკული ბიტ-თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის, პოლ ბოულზის პირველი რომანია. ეს არის ტექსტი გაუცხოებაზე, როდესაც ახალი ეგზისტენციალური რეალობა ისე ამძიმებს და ანადგურებს ადამიანს, რომ ის უუცხოვდება არა მხოლოდ გარემოს, არამედ თავის შინაგან სამყაროს, საყვარელ ადამიანებსა და სხეულსაც კი. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰარაში ვითარდება. სამი ახალგაზრდა ამერიკელის მოგზაურობა, რომელიც შთაგონებითა და ახალი კულტურის შეცნობით უნდა იყოს სავსე, უცნაურ გეზს იღებს – საჰარა მოგზაურებს მტრულად დაუხვდება და ისეთ თავგადასავალში ხვევს, რომლებთან გასამკლავებლადაც პერსონაჟებს უჭირთ საჭირო ძალის გამონახვა.
მიუხედავად იმ ბევრი სირთულისა, რაც ბოულზსა და მის რომანს ხვდა წილად, „ცის საფარქვეშ“ მაინც შემორჩა ლიტერატურის ისტორიას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი. Time Magazine-მა ის ბოლო ასწლეულში დაწერილი ასი საუკეთესო რომანის სიაში შეიყვანა.
მრავალწლიანი უარის შემდეგ, ბოულზი საბოლოოდ დათანხმდა რომანის კინო-ადაპტაციას, და ფილმის გადაღების უფლება ბერნარდო ბერტოლუჩის მისცა. ფილმისთვის მელოდიები რიუიჩი საკამოტომ დაწერა, რომელმაც წლების შემდეგაც გააგრძელა ბოულზის ამ რომანის გავლენით მუსიკის შექმნა.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941317040
| ჟანრი | |
|---|---|
| გამოცემის წელი |
2024 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ჯონ სტაინბეკი – მოგზაურობა ჩარლისთან ერთად ამერიკის საპოვნელად
მარაგშია
ალექსანდრ სოლჟენიცინი – არქიპელაგი გულაგი
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
პოლ ლინჩი – მისნის სიმღერა
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
სორენ კიერკეგორი – სასიკვდილო სნეულება
მარაგშია
მარკიზ დე სადი – ფილოსოფია ბუდუარში
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ყვითელი ნახევარმზე
მარაგშია
ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
