მთავარი » წიგნები » ჟურნალი ქართული მწერლობა – სექტემბერი #23 2025

ჟურნალი ქართული მწერლობა – სექტემბერი #23 2025

ავტორი: ჟურნალი ქართული მწერლობა

6,00 

საქართველოს სახელით
„საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს,რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა,ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე,თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო,განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუმცა საქმეც ისაა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მცირე გეოგრაფიული ზონა ყოფილიყო საქართველო და არა რაიმე სხვა, რაც ამ ზონის მიღმა არსებობდა“.
დღესაც ხომ ასეა, მკითხველო, განა დღესაც ეს ტრადიცია არ გრძელდება?! ეგაა, რომ უამრავი ადამიანი განდევნეს ამ ზონიდან და უსამართლოდ სჯიან ამ საქართველოს ერთგულებისთვის, უპირველესად ხომ თქვენც მზია ამაღლობელი გაგახსენდებათ, რომელიც ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ყდიდან შემოგცქერით და აქეთ გამხნევებთ და ბრძოლის მაგალითს გაძლევთ.
ჩვენც გვინდოდა, რომ მკითხველს ჟურნალის ეს ნომერი სწორედ მისი სახით გადაშლოდა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა და სამართლიანობა საქართველოში იდევნება. მზია ამაღლობელი ბევრისთვის ცნობილია როგორც ჟურნალისტი, რომელმაც შექმნა სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკაც და საზოგადოების პრობლემებზე გულწრფელი საუბარიც. ჯერ იყო გაზეთი „ბათუმელები“, შემდეგ – ონლაინგამოცემა „Netgazeti“. ორივე მათ განი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაგალითად იქცა ქვეყანაში, სადაც მედიისთვის მუშაობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.
ჩვენთვის ბევრი რამის გამოა მზია ამაღლობელი ძვირფასი მოქალაქე და ადამიანი, მაგრამ უპირველესად კი იმიტომ, რომ ის იყო ჩაგრული ადამიანების ხმა, განსაკუთრებით ქალების,
რომელთა ამბები ხშირად უხილავი რჩებოდა. ის ეხმარებოდა და ესარჩლებოდა მათ, ვისაც ხმა არ ჰქონდა და ვისი ტკივილიც ვერასოდეს მიაღწევდა ფართო საზოგადოებამდე და მით უმეტეს, უგრძნობი, ბრმა და გაზულუქებული ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომ არა მისი
შრომა და პროფესიონალიზმი. ჟურნალისტი, რედაქტორი, წლების განმავლობაში უსამართლობას რომ აშუქებდა, ახლა თავად აღმოჩნდა სისტემის სამიზნეში. მისი უკანონო და უსამართლო დასჯა კი მხოლოდ მის პირადბედზე არ აისახება, ეს არის დარტყმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია მზიას
ხმა, რომელსაც სხვაგვარად ვერავინ გაიგებდა.
მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. ეს შეფასება ემყარება არა ემოციას, არამედ ფაქტებს, მის პროფესიულ გზას, მის საქმის გარემოებებსა და იმ რეაქციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოჰყვა მის დაპატიმრებას. გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: მზიაც, ჩვენი ზვიად რატიანიც და ყველა
უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ჩვენი სინდისის პატიმრები, საქართველოს სახელით
იბრძვიან,
ჩვენც საქართველოს სახელით!..

P. S.
2025 წლის თბილისის ლიტერატურული ფესტივალიც, რომელსაც ჟურნალის ეს ნომერი ეძღვნება, საპროტესტო მუხტს ატარებს. მისი მთავარი გზავნილია „კალამი დუმილის წინააღმდეგ“, რადგან დუმილი არის უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.

რედაქტორებისგან

▼ Show more

კატეგორია: დამხმარე რესურსები

ISBN: 2009882604328

სერია

გამოცემის წელი

2025

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

არ არის მარაგში