მთავარი » წიგნები » ალექსეი პარინი – ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი

ალექსეი პარინი – ვაჟა ჩაჩავა არტისტი და მასწავლებელი

ავტორი: ალექსეი პარინი

ალექსეი პარინის წიგნი „ვაჟა ჩაჩავა – არტისტი და მასწავლებელი“ წარმოა დგენს გამორჩეული ქართველი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის – ვაჟა ჩაჩავას შემოქმედებითი გზის ქრონიკას. წიგნი აერთიანებს ვაჟა ჩაჩავას ჩანაწერებს, ინტერვიუებს, მის შესახებ დაწერილ მოგონებებსა და წერილებს, რომლებიც მკითხველს მუსიკოსის ბიოგრაფიულ ფაქტებთან ერთად, მის ესთეტიკურ ხედვას, პროფესიულ პრინციპებსა და, ზოგადად, ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას აცნობს.
წიგნში აღწერილია ჩაჩავას პროფესიული ფილოსოფია, რომლის საფუძველშიც პარტნიორისადმი ინტუიციური თანაგრძნობა და თითოეულ მომღე-რალთან ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდგომის აუცილებლობა დგას. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის თანამშრომლობას მსოფლიო დონის ვოკალისტებთან, მათ შორის ელენა ობრაზცოვასა და ირინა არხიპოვასთან, რომელთა შესახებ მოთხრობილი ეპიზოდები ვაჟა ჩაჩავას წარმოაჩენს როგორც უნიკალურ პარტნიორს, შემოქმედებით თანამოსაუბრეს და მუსიკალური სტიქიის თანაზიარს.
ვაჟა ჩაჩავა თვლიდა, რომ კონცერტმაისტერების მთავარი ამოცანა ჰარმონიის მოსმენა იყო, ეს წიგნი კი სწორედ იმ ჰარმონიაზეა დაფუძნებული, რომლის აღმოჩენასა და შეცნობას მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

 

▼ Show more

კატეგორია: თარგმანები

ISBN: 9789941319549

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

თარგმანი

მთარგმნელი