ივლინ ვო – ბრაიდსჰედში დაბრუნება
ავტორი: ივლინ ვო
29,95 ₾ Original price was: 29,95 ₾.14,98 ₾Current price is: 14,98 ₾.
2004 წელს ალაბამის მკვიდრმა, კანონმდებელმა ჯერალდ ალენმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნით, არ გაეცათ სახელმწიფო სახსრები იმ სახელმძღვანელოებისა და საბიბლიოთეკო მასალების შესყიდვისთვის, რომლებშიც აღიარებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცხოვრების მისაღები სტილი. მისი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებდა, რომ ის რომანები, რომლებსაც გეი პერსონაჟები ჰყავდა და კოლეჯის სახელმძღვანელოები, რომლებშიც აღიარებული იყო ჰომოსექსუალიზმი, როგორც ბუნებრივი მდგომარეობაა, უნდა დაუყონებლივ აეღოთ ბიბლიოთეკების თაროებიდან და გაენადგურებინათ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო ალაბამას სკოლების, საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მასშტაბით. აკრძალვა გულისხმობდა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას, მათ შორის ივლინ ვოს „რაიდსჰედში დაბრუნებას“, ელის უოკერის „იისფერს“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსა“ და სხვა რომანებს.
ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნებას“ ყველა თაობის მკითხველი თავისებურად აღიქვამს: სკოლის ასაკის მკითხველები, უმეტეს შემთხვევებში, რომანში „კონკიას“ ამბავს კითხულობენ – საშუალო კლასის წარმომადგენელი ჩარლზ რაიდერი, რომელსაც ხვედრად მძიმე ბავშვობა ერგო, ოქსფორდში სწავლისას სებასტიან ფლაიტს, მარკიზის, ლორდ მარჩმეინის, უმცროს ვაჟიშვილს და მის ოჯახს უმეგობრდება. ერთი შეხედვით ბედნიერი, მდიდარი და უზრუნველი ფლაიტები მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ. ჩარლზის ცხოვრება სრულიად იცვლება; ის სამყაროს ფლაიტების ფანჯრებიდან უცქერს, ბედნიერებას მათ მიერ გამოწვდილი პეშვიდან ეწაფება. ჩარლზისა და სებასტიანის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ჰომოსექსუალური სიყვარულის ისტორია, ამ მრავალწახნაგოვანი რომანის მხოლოდ ერთი მხარეა; ზრდასრული მკითხველისთვის კი უზარმაზარი, რთულად საცნობი, როგორც ავტორი ამბობს „სფეროთა სისტემა“ იშლება, სადაც ადამიანები „მბრუნავ პლანეტებს“ შორის იკარგებიან.
და მაინც, კითხვაზე, რაზეა წიგნი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან სიყვარულისა და ერთი ოჯახის ისტორიის გარდა, ეს არის სამყაროს განვითარების, ძველისა და ახლის ჭიდილის, რელიგიის, მხატვრობის, არქიტექტურის, ლიტერატურის, პოეზიის, ინგლისისა და მთელი ევროპის, ომისა და მშვიდობის ეპოპეა; ალეგორიებით, ალუზიებით, მეტაფორებით აკინძული, ინგლისური იუმორითა და სარკაზმით გაჯერებული მხატვრული ქმნილება, რომელიც ინგლისური ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა“.
კატეგორია: თარგმანები
ISBN: 9789941482274
| ჟანრი | |
|---|---|
| სერია | |
| გამოცემის წელი |
2018 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
თარგმანი |
| საიდან ითარგმნა |
ინგლისური |
| მთარგმნელი |
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები
ელზა მორანტე – არტუროს კუნძული
მარაგშია
გაბრიელ გარსია მარკესი – სიყვარულსა და სხვა დემონებზე
მარაგშია
ბერნჰარდ შლინკი – შვილიშვილი
მარაგშია
ოლგა ტოკარჩუკი – ემპუსების ნადიმი
მარაგშია
ედგარ ლი მასტერსი – სფუნ რივერის ანთოლოგია
მარაგშია
ოსკარ უაილდი – DE PROFUNDIS
მარაგშია
ბ.ფ. სკინერი – უოლდენ ორი
მარაგშია
ჯორჯ ორუელი – ცხოველების კარ-მიდამო
მარაგშია
ჯონ სტაინბეკი – მრისხანების მტევნები
მარაგშია
ჩინუა აჩებე – ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
მარაგშია
ნათანიელ ჰოთორნი – ალისფერი დამღა
მარაგშია
მაია ენჯელოუ – ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი
მარაგშია
ბორის პასტერნაკი – ექიმი ჟივაგო
მარაგშია
აქრამ აილისლი – ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
მარაგშია
არტურ კოესტლერი – მზის დაბნელება
არ არის მარაგში
