arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ვინ გაიტანს თეფშებს?
ვინ გაიტანს თეფშებს?
ISBN:
978-9941-463-83-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
234
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
12.00


ყიდვა
ჭეშმარიტი მოქალაქეობა ისეთივე „საღმრთო“ საქმეა, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ღმერთმა ადამიანს ამ სამყაროს საპატრონებლად და გასამშვენებლად დაუნერგა. მწერალი თავისი ცხოვრების წესით ყველაზე მეტად იზიარებს მოქალაქეობის პრინციპებს (ყოველ შემთხვევაში, სასურველია იზიარებდეს), რადგან მისი სიტყვაც გადამდებია, საქმეც და საქციელიც. 
 
ცირა ყურაშვილის ჩანაწერების, წერილებისა და ინტერვიუების კრებული მოქალაქეობის ამგვარ პრინციპებს შეახსენებს მკითხველს. ისინი საკუთარი ცხოვრების მრწამსითაა ნასაზრდოები და შემოქმედის მხურვალე სურვილიც თვალსაჩინოა – ადამიანებმა გაიხსენონ თავიანთი მთავარი მოვალეობა, იყვნენ უფრო მეტად მოქალაქენი, უფრო მეტად ადამიანები – ღვთის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე.
 
კრებულში ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მძაფრი ეპიზოდების რეტროსპექტივაა გაშლილი – განსჯის, ფიქრისა და დიალოგის ფონზე. მათში ყველა საკუთარ ტკივილს იპოვის; იმ კითხვებსაც წააწყდება, რასაც ხშირად უსვამს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც; პასუხებსაც მიაგნებს, როცა წიგნს ღრმად და პირუთვნელად ჩააკვირდება...
ელ. ვერსია