arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ტარიელ ჭანტურია
ტარიელ ჭანტურია

დაიბადა 1932 წელს, 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

 

პირველი პოეტური კრებული ლტოლვა გამოაქვეყნა  1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს.

 

ძირითადი კრებულებია: საქანელა (1965), ქვა და ომი (1967), ახალი მთვარე (1970), ორნი (1972), დაწყვეტილი სერპანტინი (1973), წყნარი მზის წელიწადი (1975), თაფლობის საუკუნე (1978), პოემები (1979), სტრესები და სიტყვები (1980), რჩეული (1982), ბოლთა (1993), მწერლის წითელი წიგნი (1985), კოლხური კაპრიჩიო (1998), თაფლობის საუკუნე-2 (2002) და სხვ.

 

ინტელექტმა გამოსცა ტარიელ ჭანტურიას ხუთი წიგნი: პოეტური კრებულები – 100 ლექსისაიტ.უმლო ბარათი – 3, სიყვარულის შავი ყუთი; ჩანაწერების წიგნები – დინოზავრიდან დიზაინამდე და ვიკილექსი.

მას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

 

2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად