arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

დაიბადა 1986 წელს. 2005-2008 წლებში სწავლობდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

2007-2008 წლებში იყო საზოგადოებრივ ჟურნალ პრემიერის არტ რედაქტორი, 2010-2011 წლებში – ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორის მოადგილე. 2010 წლიდან გამომცემლობა ინტელექტისა და გამომცემლობა არტანუჯის საგამომცემლო პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორია. 2013 წლიდან არის ინტერნეტგაზეთ Mastsavlebeli.ge-ს ბლოგერი.

 

გამოქვეყნებული აქვს ნოველები, მინიატურები და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებები ლიტერატურულ პერიოდიკაში (მნათობი, ცისკარი, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურული გაზეთი, ქართული მწერლობა, ლიტერატურა და ხელოვნება, პრემიერი, Weekend). წიგნები: მარჯვე ნა (2005 წ.), ქარაგმა (2006 წ.), ჰაე (2008 წ.), ილია სამეგრელოში (2009 წ.), ყიფლიბანდი (2011 წ.), ფორმა N100 (2013 წ.), დარეკე! დაუბარე! (2020 წ.).
 

ავტორი და ხელმძღვანელია შემდეგი საგამომცემლო პროექტებისა: ჩანაწერები, ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი, უცნობი გრიგოლ რობაქიძე, იონა მეუნარგიას ხუთტომეული, ფეხბურთელების ავტობიოგრაფიები.

 

2014 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში წიგნისათვის ფორმა N100.

 

მისი რომანი ფორმა N100 2016 წელს გამოსცა თურქულმა გამომცემლობა Gece-მ  (მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე), 2022 წეს კი კანადურმა გამმცემბამ – Bookland Press მერი ჩაიდსის თარგმანით.

 

მისი მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე და შესულია გამომცემლობების – Gece, ADK, Comma Press – ანთოლოგიებში.