arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნუგზარ შატაიძე
ნუგზარ შატაიძე

დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში. დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე.

 

მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ ლელოს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა მერანის პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ ომეგას რედაქციის განყოფილების უფროსად.

 

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ ცისკარში. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული მოთხრობები. გამოცემული აქვს ნოველების, მოთხრობებისა და რადიოპიესების კრებულები: მოლხინო (1986), სოფლის ძველი სახლი (1990), ელიქარი (1996), ხელეური (1998), მოთხრობები (2001), ნოემბრის წვიმა (2004), ევროპაში რა მინდოდა (2004), პურის მოთხრობა (2005), ტრამვაი N7 (2005), გაღმა ნაპირი (2010), შეხვედრა /რჩეული/ (2010). არის მრავალი მხატვრული (კუნძული, გაღმა ნაპირი და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.