arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ლია სტურუა
ლია სტურუა

დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ – ასპირანტურა. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში.

 

პირველი წიგნი, ლექსების კრებული ხეები ქალაქში, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – ბედნიერი სიჩუმე, რძეში ჩავარდნილი ქვა, რამ შეჭამა ვენახი? (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.

 

2016 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი უახლესი პოეტური კრებული – მგლის საათი.

 

2013 წელს გახდა ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული.

ავტორის წიგნები
ვრცლად