arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ლელა სამნიაშვილი
ლელა სამნიაშვილი

დაიბადა 1977 წლის 17 მარტს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს სინქრონული თარგმანის განყოფილება. 2007 წელს მიიღო უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში. იყო მიწვეული მკვლევარი ბერკლის უნივერსიტეტში 2001-2003 წლებში. 2017 წელს მიიღო განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 

 

ლელა სამნიაშვილის პოეტური კრებულები სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებულია. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

 

პოეტური კრებულები: ფოტო-აბები (მერანი, 2000), გველის წელიწადი (კავკასიური სახლი, 2004), მუდმივი ტატუ (სიესტა, 2006), ფრაქტალები (სიესტა, 2010), ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი, 2014), 37 (ინტელექტი, 2017).

 

თარგმანები: სილვია პლათის ლექსები ქართულად (მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერია, მერანი, 1999),
ვირჯინია ვულფის საკუთარი ოთახი, (ფონდი ტასო, 2007), სილვია პლათის ზარხუფი, (ფონდი ტასო, 2009; დიოგენე 2014), უილიამ შექსპირის ჰამლეტი (არტანუჯი, 2017).