arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე

დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების სპეციალობით. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

 

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნებასა და ჟურნალ მნათობში. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

 

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად