arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი

დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.

 

2008 წელს, ჰამბურგში მისი პიესა, სახელწოდებით Z, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. ასევე მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზს აგონიის დადგმისათვის ჰამბურგის ლიხტჰოფის თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის ლივ შტაინი. სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა ფერლაგ დერ აუტორენის ყურადღება. ნინო ხარატიშვილის პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.

 

2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ადალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.

 

2014 წელს გამომცემლობა ინტელექტმა ქართულ ენაზე პირველად გამოსცა მისი რომანი ჟუჟა, 2015 წელს – პიესების კრებული ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი და რომანი ჩემი საყვარელი ორეული, 2019 წელს კი მისი  გახმაურებული საერთაშორისო ბესტსელერი და არაერთი პრემიის ლაურეატი მერვე სიცოცხლე (ბრილკას) გამოიცა.

ავტორის წიგნები
ვრცლად